დევისის თასი: ფინალი გენტში, გრუნტზე

AutoSharing Option
2015 წლის დევისის თასის ფინალში ბელგიის ნაკრები ბრიტანეთს უმასპინძლებს. გუშინ, ბელგიის ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ეს შეხვედრა გაიმართება ქალაქ გენტში, "ფლანდერ ეკსპოს" გადახურულ არენაზე. საფარი, რომელზეც ჩოგბურთელები ითამაშებენ - გრუნტი იქნება.

"ფლანდერ ეკსპო" 13 ათას მაყურებელს იტევს.

"გენტს, რომელიც სიდიდით მესამე ქალაქია ბელგიაში, დიდი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს: "ფლანდრიის ტური", "ტურ დე ფრანსი" 2007 წელს, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატი ტანვარჯიშში 2001 და 2013 წლებში", - შეგვახსენა ბელგიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დირკ დე მესენერმა.

ბელგია ბოლო 111 წლის განმავლობაში პირველად
გავიდა დევისის თასის ფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული