მესამე 25.000-იანის ჯერი დადგა - შაფათავა და გორგოძე ბუჩაში 1/2-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად წყვილთა ზედიზედ ორი 25.000-იანი ტურნირი მოიგო ბულგარეთში. შემდეგ ორივე ჩოგბურთელმა უკრაინულ ბუჩაში გადაინაცვლა და იქაურ 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაება.

ერთეულებში სოფიო პირველ, ანასტასია კი მეორე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. სამაგიეროდ, ისინი წყვილებში ყოჩაღობენ, ოღონდ თანამემამულეებთან შეამხანაგებულნი.

შაფათავა ეკატერინე გორგოძესთან ერთად ცდის ძალებს და ტურნირის რეიტინგფავორიტია, ვასილიევას და უკრაინელ ოლგა იანჩუკს განთესვით მეორე ნომერი აქვთ.

გუშინ, 23 სექტემბერს, მეოთხედფინალში ორივე დუეტმა წარმატებით ითამაშა: გორგოძე და შაფათავა მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) და ვალერია სტრახოვას (უკრაინა)
იოლად გაუსწორდნენ - 6:1, 6:2 და ნახევარფინალში ანგელინა გაბუევას (რუსეთი) და ელიზავეტა იანჩუკის (უკრაინა) ტანდემს დაუპირისპირდებიან.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ოლგა იანჩუკი, ანასტასია ვასილიევა-დიანა ბუზეანი (რუმინეთი), ალიონა სოტნიკოვა (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული