სოფიო შაფთავა და ეკატერინე გორგოძე ბუჩას ტურნირის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
უკრაინულ ბუჩაში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი). წყვილთა პაექრობაში პირველ ნომრად არიან განთესილი სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე.

გუშინ, 24 სექტემბერს, ნახევარფინალში ჩვენებურებმა ძალების დაუძაბავად ჩამოიშორეს გზიდან ანგელინა გაბუევა (რუსეთი) და ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - 6:3, 6:1.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ასპარეზობის მეორე ნომრებმა - ანასტასია ვასილიევამ და ოლგა იანჩუკმა (უკრაინა) მესამე ნომრებს - დიანა ბუზეანსა (რუმინეთი) და ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) სძლიეს - 6:3, 6:1.

შაფათავა-გორგოძის დუეტი გადამწყვეტ პაექრობაში სწორედ ვასილიევა-იანჩუკის ტანდემს გაუწევს მეტოქეობას. არადა, წინა
ორი კვირის განმავლობაში შაფათავა და ვასილიევა ერთად უსწორდებოდნენ მეტოქეებს ბულგარეთის დედაქლაქ სოფიასა და დობრიჩში, სადაც წყვილებში ორი 25.000-იანი ტურნირი მოიგეს.

* * *
იზმირში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) ცდის ძალებს ალექსანდრე მეტრეველი.

ძირითად ბადეში მან ორ მეტოქეს (იტალიელ ერიკ ჩრეპალდისა და ჩეხ მიხაილ კონეჩნის) სძლია და დღეს მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ ტუნისელს - მალეკ ჯაზირის გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული