გუშინ, 24 სექტემბერს, ნახევარფინალში ჩვენებურებმა ძალების დაუძაბავად ჩამოიშორეს გზიდან ანგელინა გაბუევა (რუსეთი) და ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - 6:3, 6:1.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ასპარეზობის მეორე ნომრებმა - ანასტასია ვასილიევამ და ოლგა იანჩუკმა (უკრაინა) მესამე ნომრებს - დიანა ბუზეანსა (რუმინეთი) და ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) სძლიეს - 6:3, 6:1.
შაფათავა-გორგოძის დუეტი გადამწყვეტ პაექრობაში სწორედ ვასილიევა-იანჩუკის ტანდემს გაუწევს მეტოქეობას. არადა, წინა
* * *
იზმირში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) ცდის ძალებს ალექსანდრე მეტრეველი. ძირითად ბადეში მან ორ მეტოქეს (იტალიელ ერიკ ჩრეპალდისა და ჩეხ მიხაილ კონეჩნის) სძლია და დღეს მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ ტუნისელს - მალეკ ჯაზირის გაუწევს მეტოქეობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"