სოფიო შაფათავამ ზედიზედ მესამე ტურნირი ეკატერინე გორგოძესთან ერთად მოიგო

AutoSharing Option
ბოლო სამი კვირაა, თბილისელი სოფიო შაფათავა შედეგიანად თამაშობს ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირებში წყვილთა შორის.

სოფიასა და ბულგარულ დობრიჩში მან უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად გაიმარჯვა, გასულ უქმეებზე კი მესამე წარმატება თანამემამულე ეკატერინე გორგოძესთან ერთად იზეიმა.

ჩვენებურები უკრაინის ქალაქ ბუჩას საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი. ზედიზედ დაამარცხეს ალონა ფომინა (უკრაინა), დეა ჰერძელასი (ბოსნია) - 6:1, 3:6, 10:6, მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი), ვალერია სტრახოვა (რუსეთი) - 6:1, 6:2, ანგელინა გაბუევა (რუსეთი), ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - 6:3, 6:1 და ფინალში
გავიდნენ, სადაც მეორე ნომრად განთესილ მასპინძლებს - ოლგა იანჩუკსა და ანასტასია ვასილიევას დაუპირისპირდნენ (ამ დუეტმა ნახევარფინალში რუმინელ დიანა ბუზეანსა და უკრაინელ ალიონა სოტნიკოვას აჯობა - 6:3, 6:1).

გადამწყვეტი პაექრობა ქართველთა ტანდემმა ორ სეტში მოიგო - 7:5, 6:2 და წყვილებში მთავარი პრიზი დაიმსახურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გოგოებო
irakli apkhaidze
13:23 28-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული