ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი კუალა-ლუმპურის ტურნირში

AutoSharing Option
კუალა-ლუმპურში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 1.041.540 დოლარი) წარმატებით აიღო სტარტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

23 წლის თბილისელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგით 95-ეა, მეთექვსმეტედფინალში 28 წლის ყაზახი (რეიტინგით - 115) ალექსანდრ ნედოვესოვი დაამარცხა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 33 წუთში სძლია - 6:3, მეორეს 1:0-ს რომ იგებდა, ნედოვესოვმა ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

ჩვენებურმა 20 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

მეორე წრეში ბასილაშვილი 36 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს დაუპირისპირდება. ზაგრებელი ჩოგბურთელი, რომელიც კლასიფიკაციით მეთვრამეტეა, კუალა-ლუმპურში მესამე ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში თავისუფალი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული