მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა მასპინძელი არშან არაშოვი დაამარცხა - 6:0, 6:1 და მეორე წრეში ყაზახი ჟანსულთან ჩემბოტაიევის (ყაზახეთი) მძლეველ (6:0, 6:3) ტიმურ კიუამოვს (რუსეთი) შეხვდება.
გიორგი ცივაძემ ოდილ აკრამოვს (უზბეკეთი) აჯობა - 6:4, 6:4 და მერვედფინალში მესამე ნომერ ივან გახოვთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა რომან ხარანოვი (ყაზახეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.
წყვილებში მეტრეველი ივან გახოვთანაა შეამხანაგებული. სტარტზე მათ ტიმურ კიუამოვსა და ტიმურ რაზმატოვს (ორივე
გიორგი ცივაძემ ბელორუს იაჰორ იაციკთან ერთად ალექსეი ფილენკოვი (რუსეთი) და აბდუვორის საიტმუხამედოვი (უზბეკეთი) დაჯაბნა - 6:4, 6:4. მომდევნო ეტაპზე ცივაძესა და იაციკს მეოთხე ნომრად განთესილი პაველ ფილინისა და იარასლაუ შილას (ორივე-ბელორუსი) ტანდემი გაუწევს მეტოქეობას.
შეგახსენებთ, რომ ჩიმკენტშივე ქალთა 10.000-იან ტურნირში ასპარეზობენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. როგორც ვწერდით, მათ როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში პირველი წრე იოლად გადალახეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"