სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ჩიმკენტის ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ყაზახურ ჩიმკენტში გრძელდება ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირები.

ქალთა შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით ასპარეზობენ ქართველები: სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი, მეორე წრეში ალინა ზოლოტარიოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:2, 6:1 და მეოთხედფინალში მასპინძელ ჟიბეკ კულამბაიევას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა რუსი დარია ლოდიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 7:5.

ეკატერინე გორგოძემ, რომელსაც განთესვით მესამე ნომერი აქვს, უზბეკ პოლინა მერენკოვას სძლია - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში მას მეტოქეობას გაუწევს რუსი ტამარა ბიჟუკოვა (გუშინ უზბეკ ალბინა ხაბიბულინას მოუგო - 6:3, 6:1).

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რეიტინგფავორიტები
არიან. გუშინ მათ აშმითა ეასვარამურთი (ინდოეთი) და ადრიანა სოსნოვში (მოლდოვა) დაჯაბნეს - 6:3, 6:4 და ნახევარფინალში გავიდნენ. მეტოქედ რუსები - ვიქტორია კლიმუშკინა და ალინა ზოლოტარიოვა ეყოლებათ. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ალინა ფოლსტი (უზბეკეთი) და დარია ლოდიკოვა (რუსეთი) დაამარცხეს - 6:2, 4:6, 10:8.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ალბინა ხაბიბულინა (უზბეკეთი), პოლინა მერენკოვა (უზბეკეთი)-კამილა კერიმბაიევა (ყაზახეთი), მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი).

ქართველმა ჩოგბურთელებმა დღემდე მოპოვებული გამარჯვებებით სარეიტინგო ქულები შეიმატეს. ამჟამად კი მათი საკლასიფიკაციო მდგომარეობა ასეთია:

ერთეულები. 252 (252). სოფიო შაფათავა (179), 388 (384). სოფიო ქვაცაბაია (88), 410 (410). ეკატერინე გორგოძე (80), 570 (561). მარიამ ბოლქვაძე (42), 677 (685). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 742 (737). თინათინ ყავლაშვილი (20), 1096 (1094). თამარ ჭალაგანიძე (7), 1184 (1177). ანა შანიძე (4).

წყვილები. 88 (88). კალაშნიკოვა (861), 142 (148). შაფათავა (456), 152 (163). გორგოძე (411), 350 (348). ქვაცაბაია (139), 730 (730). ბოლქვაძე (35), 787 (780). ყავლაშვილი (30), 1102 (1096). ანა ახალკაცი (11), 1102 1096). ანა სანიძე (11), 1168 (1156). ჭალაგანიძე (9).

* * *
ჩიმკენტშივე ვაჟთა 15.000-იან ტურნირში თამაშობენ ვაჟები. მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა ტიმურ კიუამოვი (რუსეთი) დაამარცხა - 6:1, 6:0 და მეოთხედფინალში სანჯარ ფაიზიევს (უზბეკეთი) შეხვდება.

გიორგი ცივაძემ ივან გახოვთან (რუსეთი) წააგო - 7:5, 2:6, 2:6.

წყვილებში მეტრეველი ივან გახოვთან ერთად ნახევარფინალში ითამაშებს. გუშინ მათ სარადათ აიარი (ყაზახეთი) და პაველ ცოი (უზბეკეთი) დაჯაბნეს - 6:1, 6:0.

ცივაძე და იაჰორ იაციკი პაველ ფილინსა და იარასლაუ შილას (ორივე - ბელორუსი) დანებდნენ - 6:7, 1:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა, ავტორის ინფორმაციის წყარო:)) ვაჟთა ანუ მეტრეველის შედეგებში რატომ ჩამორჩება!!!!!
გიორგი
09:08 09-10-2015
0

სიახლეები პოპულარული