ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინურ შანხაიში, სადაც მასტერსის (საპრიზო ფონდი 7.021.335 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, ჩინებულად ჩაერთო ასპარეზობაში. ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ორი შეხვედრა მოიგო: ჯერ იაპონელ შუიჩი სეკიგუჩის სძლია - 6:4, 6:2, გუშინ, 11 ოქტომბერს კი ამერიკელ ოსტინ კრაიჩეკს აჯობა - 6:3, 7:6 და ძირითად ბადეში გააღწია.
იქ იგი პირველ წრეში მე-10 ნომრად განთესილ ჟილ სიმონს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევისთვის ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"