ფრანგს მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-14 საფეხური უკავია და ჩვენებურზე გამოცდილიცაა, მაგრამ გუშინ ბასილაშვილმა მას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ორ სეტში.
პირველი ხელი სიმონმა მოიგო 6:3, მეორეში ქართველმა იმარჯვა 6:4, აი, მესამე სეტი კი ბასილაშვილმა უბრძოლველად დათმო - 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, თუმცა კვალიფიკაციაში ორი შეხვედრის მოგებისთვის 35 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"