ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე ჟილ სიმონს ვერ გასცდა

AutoSharing Option
შანხაიში, ჩოგბურთელ ვაჟთა მასტერსის (საპრიზო ფონდი 7.021.335 დოლარი) ძირითადი ბადის სტარტზე თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 93-ეა) ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდა.

ფრანგს მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-14 საფეხური უკავია და ჩვენებურზე გამოცდილიცაა, მაგრამ გუშინ ბასილაშვილმა მას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ორ სეტში.

პირველი ხელი სიმონმა მოიგო 6:3, მეორეში ქართველმა იმარჯვა 6:4, აი, მესამე სეტი კი ბასილაშვილმა უბრძოლველად დათმო - 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, თუმცა კვალიფიკაციაში ორი შეხვედრის მოგებისთვის 35 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული