ქართველმა ჩოგბურთელებმა ჩიმკენტის ტურნირზე პირველი ბარიერი დაძლიეს

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებით აიღეს სტარტი ჩიმკენტის საერთაშორისო ტურნირზე.

ქალთა შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გუშინ მეორე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ სარვინოზ საიდუჯაევა (უზბეკეთი) დაამარცხა - 6:3, 6:1 და მეორე წრეში რუს ვალერია პოგრებნიაკს შეხვდება. ამ უკანასკნელმა გზიდან თანამემამულე ალინა ზოლოტარიოვა ჩამოიშორა - 6:2, 1:6, 6:4.

ეკატერინე გორგოძე, რომელსაც განთესვით მესამე ნომერი აქვს, გუზელ იუსუპოვასთან (უზბეკეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილთა მეოთხედფინალში გორგოძე და ქვაცაბაია ვიქტორია კლიმუშინას (რუსეთი) და ალექსანდრა სტახანოვას (უზბეკეთი) დაუპირისპირდებიან.

ვაჟთა ტურნირის (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) მეოთხედფინალში ალექსანდრე მეტრეველსა და
გიორგი ცივაძეს
მეტოქედ ჰოლანდიელები - რიო დე ვალკი და პოლ მონტებანი ეყოლებათ.

ცივაძეს შანსი ეძლევა, ერთეულებში მარცხისთვის მონტებანთან რევანში აიღოს, მეტრეველი კი დე ვალკს ორჯერ შეებრძოლება - ერთეულებსა და წყვილებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული