ქართველმა ჩოგბურთელებმა ჩიმკენტის ტურნირში მორიგი შეხვედრები მოიგეს

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებით ითამაშეს ყაზახურ ჩიმკენტში. ქალთა ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-2 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ ვალერია პოგრებნიაკი (რუსეთი) დაამარცხა - 6:2, 6:4 და მეოთხედფინალში გზიდან პოლინა ნოვიკოვას (რუსეთი) ჩამოშორებას შეეცდება. ამ უკანასკნელმა თანამემამულე ვიქტორია კლიმუშკინას აჯობა - 6:1, 6:2.

მეოთხედფინალშია ეკატერინე გორგოძეც - გუშინ მან გუზელ იუსუპოვას (უზბეკეთი) სძლია - 6:0, 6:2 და დღეს არინა ფოლცთან (უზბეკეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

პირველ ნომრად განთესილმა გორგოძე-ქვაცაბაიას ტანდემმა ვიქტორია კლიმუშკინა (რუსეთი) და ალექსანდრა სტახანოვა (უზბეკეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:1. ნახევარფინალში ჩვენები არინა
ფოლცსა (უზბეკეთი) და დარია ლოდიკოვას (რუსეთი) შეხვდებიან.

* * *
ვაჟთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ალექსანდრე მეტრეველმა ჰოლანდიელ როი დე ვალკს (ჰოლანდია) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:0, 6:3 და მეოთხედფინალში მასპინძელი ტიმურ ხაბიბულინი ეყოლება მეტოქედ.

წყვილებში ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ ჰოლანდიელები - როი დე ვალკი და პოლ მონტებანი ჩამოიშორეს გზიდან. ნახევარფინალში პირველ ნომრებს - ივან გახოვსა (რუსეთი) და იარასლაუ შილას (ბელორუსი) დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული