შაფათავას და კალაშნიკოვას ნანტის ტურნირის ძირითად ბადემდე თითო ნაბიჯი აშორებთ

AutoSharing Option
თბილისელმა ჩოგბურთელებმა - სოფიო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ ფრანგულ ნანტში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღეს სტარტი.

ოქსანამ პირველ წრეში გერმანელი ნატალი პროსე დაამარცხა - 6:4, 6:2, გუშინ კი ასევე ალემან ტამარა კორპატჩს აჯობა - 7:6, 4:6, 6:2. ბოლო, გადამწყვეტ რაუნდში დღეს ფრაგ შლოე პაკოს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში არგენტინელი ტატიანა ბუა ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 5:7, 6:2.

სოფიო შაფათავა პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ისვენებდა. გუშინ რუსი პოლინა მონოვა დაამარცხა - 6:3, 6:4.
დღეს მთავარ ბადეში მოსახვედრად ბიანკა ტურატის მძლეველ (6:3, 6:1) ალისე მატეუცისთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან შეამხანაგებული სოფიო შაფათავა ასპარეზობის მეორე ნომერია და შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმება. აქ ოქსანა კალაშნიკოვა-ანასტასია სევასტოვას (ლატვია) და პოლინა მონოვა (რუსეთი)-ჟილ ტეიჩმანს (შვეიცარია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

* * *
დიდ ბრიტანეთში იმყოფება მარიამ ბოლქვაძე. იგი ქალთა 15.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

* * *
ალექსანდრე მეტრეველი ანტალიის ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის რეიტინგფავორიტია და სტარტზე გზიდან რუსი ალექსანდრ ბობორიკინის ჩამოშორებას შეეცდება.

წყვილებში იგი ბელორუს იარასლაუ შილასთან ერთად პირველ ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ისინი ფატიხ ერუნსა და ბარკინ იალჩინკალეს (ორივე-თურქეთი) გამოცდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული