სოფიო შაფათავა ნანტში დამარცხდა, მარიამ ბოლქვაძე - დიდ ბრიტანეთში

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ქალთა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდნენ, პირველი ბარიერიც წარმატებით გადალახეს, მაგრამ გუშინ ისინი შეჯიბრებას დაემშვიდობნენ.

ნანტში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) სოფიო შაფათავა ერთეულებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ანა-ლენა ფრიედსამთან (გერმანია) დამარცხდა - 4:6, 3:6.

წყვილებში ჩვენებური (რეიტინგით წყვილებში 135-ე) უკრაინელ ალექსანდრა ვასილიევასთან (150-ე) იყო შეამხანაგებული. მეოთხედფინალში მათ პოლინა მონოვასა (რუსეთი, 142-ე) და ჟილ ბელენ ტიეჩმანთან (შვეიცარია, 383-ე) წააგეს - 3:6, 3:6.

მარიამ ბოლქვაძემაც 15.000-იანი შეჯიბრების მეორე წრის შეხვედრა დათმო მესამე ნომერ კატერინა
ვანკოვასთან (ჩეხეთი) - 0:6, 0:6.

წყვილებში ბოლქვაძე და ბულგარელი ალექსანდრინა ნაიდენოვა იყვნენ მესამე ნომრად განთესილები. მეოთხედფინალში ისინი სტეფი ჩარტერისმა (სამოა) და სებასტიანი ლეონმა (მექსიკა) დაამარცხეს - 6:3, 2:6, 10:8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული