გუშინ ეკატერინე გორგოძემ ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ირინა ხრომაჩევასთან (რუსეთი) წააგო - 2:6, 2:6. წინა დღეს კი სოფიო ქვაცაბაია მასპინძელ სადაფმოხ ტოლიბოვას დანებდა.
წყვილებში ეკატერინე გორგოძე ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა სტარტზე ივანა იოროვიჩი (სერბეთი) და ვიქტორია კანი (რუსეთი) დაამარცხა - 6:3, 4:6, 10:5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუსებს - ვარვარა კუზნეცოვას და ოლგა პუჩკოვას დაუპირისპირდება.
ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ბელორუსებს - ანა კუბარევას და კატიარინა პაულენკას აჯობეს - 6:4,
სოფიო ქვაცაბაია უკრაინელ ვალერია სტრახოვას შეუამხანაგდა და პირველ წრეში მათ მესამე ნომრად განთესილი ირინა მარია ბარას (რუმინეთი) და ნინა სტოიანოვიჩის (სერბეთი) ტანდემი ჩამოიშორეს გზიდან - 7:5, 6:3. მეოთხედფინალში რუსებთან - ანასტასია ფლოროვასა და ეკატერინა იაშინასთან გაარკვევენ ურთიერთობას.
რუსთა დუეტმა მასპინძლები - ულიანა გრიბი და ნიკა შიტკოვსკაია დაჯაბნა - 7:5, 6:3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"