ერთეულებში ისინი სტარტზევე გამოეთიშნენ შეჯიბრებას. წყვილებში პირველ ნომრად განთესილი გორგოძე და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) ნახევარფინალში რუსების - ანასტასია ფროლოვას და ეკატერინა იაშინას დუეტთან დამარცხდა - 5:7, 4:6. საგულისხმოა, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა მეოთხედფინალში ქვაცაბაიას და ვალერია სტრახოვას (უკრაინა) ტანდემი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:1.
ასე რომ, მინსკური ფინალი უქართველებოდ ჩაივლის.
* * *
საფრანგეთში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სოფიო შაფათავა ერთეულებში ზედიზედ ორი მოგების მეორე წრეში მან კლემენს ფაიოლი (საფრანგეთი) დაამარცხა - 7:5, 6:4. მომდევნო მეტოქე იქნება კინი ლაისი (საფრანგეთი), რომელმაც ესტრელა კაბეზა-კანდელას (ესპანეთი) აჯობა - 7:5, 4:3.
* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ძალებს ცდიდა ალექსანდრე მეტრეველი. მეორე წრეში ვადიმ დევიტიაროვთან (უკრაინა) პაექრობისას პირველი სეტი 5:7 დათმო, მეორეს 1:4-ს რომ აგებდა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"