სოფიო შაფათავამ ფინალი დათმო

AutoSharing Option
საფრანგეთში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) თბილისელმა სოფიო შაფათავამ ოთხი წრე წარმატებით განვლო: ჯერ ფრანგებს - ლესლი ჩესქუეს (6:2, 6:1), კლემენს ფაიოლის (7:5, 6:4) და კინ ლეისს (6:2, 6:2) სძლია, ნახევარფინალში უკრაინელ ელიზავეტა იანჩუკს (უკრაინა) აჯობა (6:0, 6:2), გადამწყვეტი პაექრობა კი ჰოლანდიელ ლესლი კირხოფთან დათმო - 5:7, 3:6 და მეორე ადგილს დასჯერდა.

ამ კვირას ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა, სავარაუდოდ, იაპონიის 100.000-იან შეჯიბრებაში მოსინჯავს ძალებს.

ბრიტანეთში 25.000-იან ტურნირში ითამაშებს მარიამ ბოლქვაძე, ხოლო ეკატერინე გორგოძე და სოფიო
ქვაცაბაია
10.000-იან ტურნირში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული