სოფიო შაფათავა იაპონიაში იგებს, მარიამ ბოლქვაძე - ინგლისში

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ტოკიოში იმყოფება, სადაც 18 ნოემბერს 100.000-იან ტურნირში ჩაება და პირველი ბარიერიც წარმატებით გადალახა.

ერთეულებში შაფათავამ მე-6 ნომრად განთესილ იაპონელს - მისა ეგუჩის დაძაბულ პაექრობაში სძლია - 7:6, 7:6. მერვედფინალში იგი მაკოტო ნინემიას (იაპონია) მძლეველ (6:1, 6:1) ვარაჩაია ვონგთინჩაის (ტაილანდი) შეხვდება.

წყვილებში სოფიო რუს ქსენია ლიკინასთანაა შეამხანაგებული. სტარტზე მათ კვალიფიკაციიდან აღზევებულ მასპინძლებს - ნაგი ჰანატანისა და მიჰოკი მიიაჰარას მოუგეს - 6:1, 6:3.

ქართულ-რუსულ ტანდემს მეოთხედფინალში მეტოქეობას კორეელები - ნა-ლაე ჰანი და სო-რა ლიი გაუწევენ, რომლებმაც
პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილი ჩინელები - აიაკა ოკუნო და იი-ფან ქსუ ჩამოიშორეს გზიდან - 4:6, 7:5, 10:6.

* * *
ინგლისის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე.

პირველ წრეში მან დანიელი კარენ ბარბატი დაამარცხა - 7:5, 7:6, მეორეში ელენ ბოიკენსს (ბელგია) აჯობა - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ოსინ დოდინს (საფრანგეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ამ უკანასკნელმა გუშინ თურქ პემრა ოზგენს მოუგო - 6:3, 7:6.

* * *
ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ რუმინელი მიხაელა გიოკა დაჯაბნა - 6:0, 6:1.

მეორე წრეში მისი მეტოქე იქნება მარა შმიდტი (აშშ), რომელმაც ანი ვანგელოვა (ბულგარეთი) დაამარცხა - 6:1, 6:3.

შეჯიბრებას გამოეთიშა სოფიო ქვაცაბაია, რომელმაც ჩინელ იუენ ლისთან წააგო - 4:6, 3:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული