უცხოურ კორტებს ეკატერინე გორგოძეღა შემორჩა

AutoSharing Option
საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობდა იაპონიაში, ინგლისსა და თურქეთში გამართულ ქალთა საერთაშორისო ტურნირებში. სამი მათგანი ნაადრევად დაემშვიდობა კორტებს.

ეკატერინე გორგოძე ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მეოთხე ნომრადაა განთესილი. გუშინ მან მეორე წრეში ამერიკელი მარა შმიდტი დაამარცხა - 6:2, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ აგნეს ბუკტას დაუპირისპირდება.

მადიარმა მერვედფინალში რუსი ქსენია დმიტრიევა ჩამოიშორა გზიდან (სოფიო ქვაცაბაია სტარტზევე დამარცხდა).

მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ: დია ეფტიმოვა (ბულგარეთი)-ელენა რიბაკინა (რუსეთი), იუენ ლი (ჩინეთი)-იულია სტამატოვა (ბულგარეთი), ანა ბონდარი (უნგრეთი)-დაშა ივანოვა (აშშ).

ტოკიოში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იანი ტურნირის
პირველ წრეში წარმატების შემდეგ სოფიო შაფათავა ტაილანდელ ვარატჩაია ვონგთინჩაის დანებდა - 4:6, 3:6, წყვილებში კი ჩვენებურმა რუს ქსენია ლიკინასთან ერთად კორეელებთან - ნა-ლაე ჰანსა და სო-რა ლიისთან წააგო - 5:7, 2:6.

შეჯიბრებას გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძეც, რომელიც ინგლისში 25.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს. მეოთხედფინალში მას ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ოსინ დოდინმა (საფრანგეთი) აჯობა - 6:3, 6:4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული