შესანიშნავად ითამაშა სოფიო ქვაცაბაიამ. ერთეულებში მან სტარტზე მასპინძელი სევენ ორალი დაამარცხა - 6:2, 6:1 და მეორე წრეში სატსუკი ტაკამურას (იაპონია) მძლეველ (6:4, 4:6, 6:0) ანასტასია ვდოვენკოს (მოლდოვა) დაუპირისპირდება.
ქვაცაბაიამ წარმატებას მიაღწია წყვილებშიც: გერმანელ ჯულიეტა მარია სტელერთან შეამხანაგებულმა ასპარეზობის მეორე ნომრები: ალონა ფომინა (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) დაჯაბნა - 6:4, 6:2.
ქართულ-გერმანული დუეტი მეოთხედფინალში მარლის ზუპერსა (ავსტრია)
თანამემამულეს მხარი ვერ აუბა ეკატერინე გორგოძემ: ქართველი ჩოგბურთელი წყვილებში ბელორუს ალინა ზუბკოვასთან ერთად შეჯიბრების რეიტინგფავორიტებთან - დია ეფტიმოვასა (ბულგარეთი) და მელის სეზერთან (თურქეთი) დამარცხდა - 3:6 5:7.
ერთეულებში გორგოძე დღეს ქრისტინა შაკოვეცთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
იაპონიის 75.000-იან ტურნირში ასპარეზობს სოფიო შაფათავა. რუს ქსენია ლუკინასთან ერთად მე-4 ნომრად განთესილი ჩვენებური გუშინ ელის მერტენსისა (ბელგია) და ანკიტა რაინას (ინდოეთი) დუეტთან ვერას გახდა - 2:6, 4:6. შაფათავას დღეს ერთეულებში მიეცემა რევანშის შანსი - პირველ წრეში მეხუთე ნომერ მერტენსს გაუწევს მეტოქეობას.
* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირე ხნით შესვენების შემდეგ დღეს კვლავ ჩაებმება შეჯიბრებაში. საერთაშორისო კლასიფიკაციით 104-ე ადგილზე მყოფი ჩვენებური ამჟამად იტალიაში იმყოფება, ანდრიას ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42.500 დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი. სტარტზე იგი რეიტინგში 201-ე ადგილზე მყოფ ირლანდიელს - ჯეიმს მაგკის შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"