ჩვენი ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ქაიროს 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს. პირველ ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო. ჯერ მასპინძელ ლაილა ელნიმრს აჯობა - 6:1, 6:4, მერე სანდრა სამირი (ეგვიპტე) ჩამოიშორა გზიდან. ნახევარფინალში უნგრელ ნაომი ტოტკასთან პირველი სეტი 2:6 წააგო, მეორის სათამაშოდ კი ტრავმის გამო კორტზე ვერ გავიდა.
ამ მარცხამდე შაფათავამ წყვილთა პაექრობის ნახევარფინალიც დათმო: სლოვაკ მიხაელა ჰონკოვასთან შეამხანაგებული იულია გრაბნერისა (ავსტრია) და
ანტალიის 10.000-იან ტურნირში მესამე ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია მეოთხედფინალში გამოეთიშა პაექრობას - ქართველ ჩოგბურთელს სომეხმა ანი ამირაგიანმა აჯობა - 6:3, 4:6, 6:0.
განთესვით მეოთხე ნომერი იყო ეკატერინე გორგოძე. მან სამ მეტოქეს სძლია: უკრაინელ ალონა ფომინას - 4:6, 6:2, 6:1, დანიელ ჯული ნოეს - 6:1, 6:0 და რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს - 6:4, 6:2, მაგრამ ნახევარფინალში რუს ალისა კლეიბანოვასთან ვერაფერს გახდა - 3:6, 7:6, 1:6.
წყვილთა ორთაბრძოლებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა - სოფიო ქვაცაბაიამ და ალონა ფომინამ მესამე ნომრებს - ეკატერინე გორგოძესა და ალინა ზუბკოვას (ბელორუსი) მოუგეს - 6:2, 6:1, თუმცა ფინალში ქრისტინა შაკოვეცსა (გერმანია) და ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) ვერაფერი მოუხერხეს - 5:7, 4:6.
მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები ეგვიპტესა და თურქეთში ახალ ტურნირებში მოსინჯავენ ძალებს. ხვალიდან სოფიო შაფათავა კაიროს 25.000-იან ტურნირში ჩაებმება. იგი პირველ ნომრადაა განთესილი და სტარტზე ირინა მარია ბარას (რუმინეთი) შეხვდება.
სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე კი ანტალიის 10.000-იან შეჯიბრებაში დაუპირისპირდებიან მეტოქეებს. გორგოძე პირველი ნომერია, ქვაცაბაია - მეორე. პირველ წრეში ისინი, შესაბამისად, ნატაშა ბრენდლისა (ავსტრია) და კლაუდია სიანსს (პორტუგალია) ეთამაშებიან.
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებულ საერთაშორისო კლასიფიკაციაში ქართველთა მონაცემები ასეთია:
ერთეულები. 208 (208). სოფიო შაფათავა (249), 385 (384). სოფიო ქვაცაბაია (93), 391 (378). ეკატერინე გორგოძე (90), 467 (466). მარიამ ბოლქვაძე (63), 772 (771). თინათინ ყავლაშვილი (20), 1101 (1100). თამარ ჭალაგანიძე (7), 1204 (1201). ანა შანიძე (4).
წყვილები. 70 (70). კალაშნიკოვა (1080), 137 (137). შაფათავა (492), 160 (160). გორგოძე (417), 355 (347). ქვაცაბაია 9144), 678 (672). ბოლქვაძე 945), 777 (773). ყავლაშვილი (30), 1116 (1113). ახალკაცი (11), 1116 (1113). შანიძე (11), 1186 (1186). ჭალაგანიძე (9).
* * *
თურქულ ანტალიაში გიორგი ჯავახიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი, სადაც ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - იორი იოშიდას (იაპონია, 6:0, 6:2), რობინ ლანგს (გერმანია, 6:4, 6:1) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. აქ კი რუმინელ ალექსანდრუ მარასინის დაუპირისპირდება. წყვილებში ჯავახიშვილი ბულგარელ ვასილ შენდაროვთან ერთად ასპარეზობის რუმინელ მეორე ნომრებს - ანდრეი აპოსტოლსა და ნიკოლაი ფრეზას გაუწევს მეტოქეობას.
აქვე ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა განახლებული რეიტინგის მაჩვენებლებს გაუწყებთ: 104 (104). ნიკოლოზ ბასილაშვილი (562), 310 (313). ალექსანდრე მეტრეველი (158), 893 (918). გიორგი ცივაძე (19), 1140 (1134). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1431 (1423). ალექსანდრე ბაკში (3), 2976 (2069). ირაკლი მეტრეველი (1).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"