ანტალიის ქალ-ვაჟთა ტურნირებში ქართულმა სამეულმა პირველი ბარიერი დასძლია

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით აიღეს სტარტი ქართველებმა.

მანდილოსნებში პირველ ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ გუშინ ავსტრიელი ნატაშა ბრედლი დაამარცხა - 6:0, 3:6, 6:2 და მერვედფინალში კანადელი შირენ პეტერსენ-პაულის მძლეველ (6:4, 2:6, 6:3) მარიანა დრაჟიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება.

ასპარეზობის მეორე ნომერმა სოფიო ქვაცაბაიამ ჯერ კიდევ ტურნირის პირველ დღეს კლაუდია სიანსი (პორტუგალია) ჩამოიშორა გზიდან და მეორე წრეში საცუკი ნაკამურას შეხვდება.

* * *
ვაჟთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ გუშინ ძირითად ბადეში გიორგი ჯავახიშვილმა ალექსანდრუ მარასინი (რუმინეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:3 და
მერვედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რიკარდო ბელოტისთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა კრისტოფერ ლანგი (ავსტრია) გაისტუმრა ტრიბუნებზე - 7:5, 7:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული