მანდილოსნებში პირველ ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ გუშინ ავსტრიელი ნატაშა ბრედლი დაამარცხა - 6:0, 3:6, 6:2 და მერვედფინალში კანადელი შირენ პეტერსენ-პაულის მძლეველ (6:4, 2:6, 6:3) მარიანა დრაჟიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება.
ასპარეზობის მეორე ნომერმა სოფიო ქვაცაბაიამ ჯერ კიდევ ტურნირის პირველ დღეს კლაუდია სიანსი (პორტუგალია) ჩამოიშორა გზიდან და მეორე წრეში საცუკი ნაკამურას შეხვდება.
* * *
ვაჟთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ გუშინ ძირითად ბადეში გიორგი ჯავახიშვილმა ალექსანდრუ მარასინი (რუმინეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:3 და (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"