სოფიო ქვაცაბაია მეორე ნომრადაა განთესილი და შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. ჩვენებურს მეტოქეობას უწევდა კატარინა იაკობი (გერმანია). ქვაცაბაიამ იოლად სძლია ალემანს - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეშვიდე ნომერ დებორა კერფს (ბელგია) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ფრანგი ჯული რაზაფინდრანალი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:0.
განთესვით მესამე ნომერია ეკატერინე გორგოძე. პირველ წრეში ისიც თავისუფალი იყო. მერვედფინალში მან მასპინძელი იპეკ ოზი დაჯაბნა - 6:3, 6:3. დღეს ამინათ კუშხოვასთან (რუსეთი) გაარკვევს
დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებში ითამაშებენ: აილა აკშუ (თურქეთი)-ჯულია სტამატოვა (ბულგარეთი), ლუ ბრულო (საფრანგეთი)-კარინ კენელი (შვეიცარია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"