ჩვენებურმა ზედიზედ დაამარცხა ივანა ჰორვატი (ავსტრია, 6:0, 6:1), მარიანა დრაჟიჩი (ხორვატია, 6:2, 7:6), პია ჩუკი (სლოვენია, 6:3, 2:6, 6:2), იულია გრაბნერი (ავსტრია, 6:3, 6:4), გადამწყვეტ პაექრობაში ბულგარელ ვიქტორია ტომოვას აჯობა - 6:4, 6:0 და მთავარი პრიზი მოიპოვა.
წყვილებში რეიტინგფავორიტებმა - გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ გზიდან ჩამოიშორეს ივანა ჰორვატი (ავსტრია), იანა მორდერბერგი (გერმანია) - 7:6, 6:4, ქრისტინა ადამესკუ (რუმინეთი), ქემრა
გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე იანა მორდერგერს (გერმანია), ქვაცაბაია კი ჩიარა გრიმს (შვეიცარია) გაუწევს მეტოქეობას.
* * *
აქტობეს (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მოსინჯავენ ძალებს გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი პირველ წრეში თავისუფალნი იყვნენ. დღეს მე-2 წრეში ცივაძე ევგენი დანილოვთან (ყაზახეთი), ჯავახიშვილი კი დმიტრი რესნიანსკისთან (ყაზახეთი) გაარკვევს ურთიერთობას. წარმატების შემთხვევაში ორივე ქართველი ძირითად ბადეში ითამაშებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"