სოფიო შაფათავა საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაება

AutoSharing Option
საფრანგეთში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაება სოფიო შაფათავა.

ჩვენებურმა დაძაბულ ორთაბრძოლებში სძლია იტალიელებს - ნასტასია ბურნეტსა (7:6, 7:6) და ჯორჯია ბრეშას (4:6, 6:4, 7:6), გადამწყვეტ პაექრობაში რუს ეკატერინა ალექსანდროვას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ გრიით მინენი (ბელგია) დაამარცხა - 6:2, 6:3.

წყვილებში შაფათავა ვალენტინა ივახნენკოსთან (რუსეთი) ერთად იასპარეზებს. პირველ წრეში ისინი მირთი ჟორჟესა (საფრანგეთი) და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
აქტობეში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირის სტარტზე გიორგი ჯავახიშვილმა დუჟე კეკეზისთან
(ხორვატია) წააგო - 1:6, 2:6, გიორგი ცივაძე კი დღეს კორეელ იონგ-კიუ ლიმს გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული