ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟებში ფინალისტთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟებში ფინალისტთა ვინაობა გაირკვა.

დღეს, 29 იანვარს გამართულ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრიტანელმა ენდი მარეიმ (2) კანადელი მილოშ რაონიჩი (13) ხუთ სეტში დაამარცხა - 4:6, 7:5, 6:7 (4:7), 6:4, 6:2. თამაშმა 4 საათსა და 2 წუთს გასტანა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მარეი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი მელბურნში 31 იანვარს გაიმართება.