სან პაულუს შემდეგ ჩვენებმა კამპინასში ითამაშეს. ერთეულებში სტარტზევე დათმეს ორთაბრძოლები, ხოლო წყვილებში მეორე ნომრად განთესილმა შაფათავამ და გორგოძემ ნახევარფინალს უწიეს, იქ კი გაბრიელა სეს (ბრაზილია) და ფლორენსია მოლინეროს (არგენტინა) დუეტთან დამარცხდნენ - 6:7, 1:6. სამხრეთამერიკელებმა მერე ფინალიც მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.
ქართველმა ჩოგბურთელებმა ამჯერად ბრაზილიურ კურიტიბაში გადაინაცვლეს, სადაც ახალი საერთაშორისო შეჯიბრების (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე
ძირითად ბადეში (მე-6 ნომრად განთესილი შაფათავა ამერიკელ უსუე არკონადას შეხვდება) მოსახვედრად ნაბიჯიღა აკლია ქვაცაბაიასაც, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელ ფლავია გიმარაეშ ბუენოს აჯობა - 6:2, 6:4 და ახლა გზიდან უკრაინელი სოფია კოვალეცის ჩამოშორებას შეეცდება. ამ უკანასკნელმა პამელა ვუ (ბრაზილია) დაჯაბნა - 6:2, 6:2.
წყვილებში შაფათავას და გორგოძეს განთესვით აქაც მეორე ნომერი აქვთ. სტარტზე ისინი მარტინა კარეგაროს (იტალია) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:
ერთეულები. 228 (227). სოფიო შაფათავა (216), 331 (331). ეკატერინე გორგოძე (117), 425 (425). სოფიო ქვაცაბაია (78), 469 (474). მარიამ ბოლქვაძე (63), 662 (660). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 776 (772). თინათინ ყავლაშვილი (20), 1100 (1098). თამარ ჭალაგანიძე (7), 1214 (1214). ანა შანიძე (4).
წყვილები. 63 (63). კალაშნიკოვა (1260), 140 (138). შაფათავა (492), 191 (192). გორგოძე (346), 376 (378). ქვაცაბაია (136), 701 (700). ბოლქვაძე (40), 774 (775). ყავლაშვილი (30), 1075 (1078). ახალკაცი (12), 1100 (1099). შანიძე (11), 1174 (1176). ჭალაგანიძე (9).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"