საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ პაექრობაში ეკატერინე გორგოძემ მასპინძელ ნატალი კურტას აჯობა - 6:3, 6:0 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც სტარტზე ასევე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ფერნანდა ბრიტოს (ჩილე) შეხვდება.
წარმატების შემთხვევაში გორგოძე იტალიელ მარტინა კარეგაროს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ იზაბელა მირო (ბრაზილია) დაჯაბნა - 6:0, 6:0.
მეექვსე ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა უსუე არკონადასთან (აშშ) გაარკვევს ურთიერთობას.
კურიტიბას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა სოფიო ქვაცაბაიაც. მან პირველი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ გუშინ
* * *
ბაქოში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში ერთმანეთს ქართველები - გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი დაუპირისპირდნენ. ორ სეტში გაიმარჯვა ცივაძემ - 6:4, 6:4 და მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილ ევგენი ტიურნევთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გუშინ თანამემამულე ფიოდრ ჩერვიაკოვი გაისტუმრა მაყურებლებში - 6:4, 6:2.
წყვილებში ცივაძე და ყაზახი საქადათ აიარი სტარტზე ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ალექსანდრ იგოშინსა და იან საბანინთან (ორივე-რუსეთი) დამარცხდნენ - 4:6, 6:7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"