დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ტურნირის მე-2 წრეში ითამაშებს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩუნურ გუანჯოუში იმყოფება და იქაურ 50.000-იან ტურნირში მონაწილეობს.

ერთეულებში მან სლოვენიელ ბლაზ როლას აჯობა და დღეს მე-2 წრეში მარიუს კოპილის (რუმინეთი) მძლეველ მარკო ჩიუდინელისთან (შვეიცარია) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ბასილაშვილი და ავსტრიელი მაქსიმილიან ნოიკრისტი მეოთხედფინალში მაო-ქსინი (ჩინეთი), ჩუ-ჰუან იისა (ტაივანი) და ჟე ლი (ჩინეთი), ჯორდან ტომპსონის (ავსტრალია) დუეტებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

* * *
ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ვაჟა შუბლაძის, ირაკლი მეტრეველისა და
გიორგი ჯავახიშვილის
წაგების შემდეგ ერთეულთა ტურნირს შემორჩენილი გიორგი ცივაძეც დამარცხდა - ჩვენებურს მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრ იგოშინმა (რუსეთი) აჯობა - 7:6, 6:2.

ოთხივე ქართველი ჩოგბურთელი ბაქოში რჩება და მომავალი კვირიდან ახალ 10.000-იან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - ცივაძე ძირითადი ბადიდან, დანარჩენი სამი კი - საკვალიფიკაციო ეტაპიდან იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული