მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხში ერთეულებშიც წარმატებით გამოდის

AutoSharing Option
თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირზე წყვილთა პირველი შეხვედრა მოიგო სლოვენიელ ნასტასია კოლართან ერთად და მეოთხედფინალში გავიდა.

გუშინ, 30 მარტს კი ერთეულებშიც იყოჩაღა - მეხუთე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას სძლია - 6:3, 6:4 და მერვედფინალში რუს ვალერია პოგრებნიაკს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა დალილა სპიტერი (იტალია) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 2:6, 6:4.

* * *
ფრანგულ 50.000-იან ტურნირს დაემშვიდობა სოფიო შაფათავა, რომელიც გუშინ ალექსანდრა პანოვასთან (რუსეთი) დამარცხდა: პირველი ხელი 3:6 დათმო, მეორეს 0:4-ს რომ აგებდა,
ტრავმის გამო შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული