ნიკოლოზ ბასილაშვილი ფლორიდაში ითამაშებს, სოფიო შაფათავა - სტამბოლში

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 481 ქულით მსოფლიო რეიტინგში 121-ე ადგილზეა, ამჟამად ამერიკაში იმყოფება და ფლორიდული სარასოტას 100.000-იან ჩელენჯერტურნირში მე-4 ნომრადაა განთესილი.

დღეს პირველ წრეში იგი არგენტინელ გუიდო ანდრეოცის შეხვდება.

* * *
სტამბოლის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდიდა ძალებს ეკატერინე გორგოძე, რომელმაც ძირითად ბადეში ვერ გააღწია.

სამაგიეროდ, იქ ითამაშებს ჩვენი ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა, იგი სტარტზე მასპინძელ სელინ ოკლუკს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში მეორე ნომრად განთესილი შაფათავა და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) პირველ წრეში კორნელია
ლისტერსა (შვედეთი) და ანკიტა რაინასთან (ინდოეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა ასოციაციამ რეიტინგები განაახლა. ჩვენებურთა მსოფლიო საკლასიფიკაციო მაჩვენებლები ასეთია:

* * *
ერთეულები.
224 (226). სოფიო შაფათავა (219), 322 (323). ეკატერინე გორგოძე (121), 433 (455). სოფიო ქვაცაბაია (78), 484 (484). მარიამ ბოლქვაძე (59), 680 (673). ოქსანა კალაშნიკოვა (28), 779 (779). თინათინ ყავლაშვილი (20), 1096 (1095). თამარ ჭალაგანიძე (7), 1204 (1206). ანა შანიძე (4).

წყვილები.
46 (47). კალაშნიკოვა (1590), 139 (139). შაფათავა (492), 210 (210). გორგოძე (314), 293 (396). ქვაცაბაია (125), 652 (697). ბოლქვაძე (48), 771 (769). ყავლაშვილი (30), 1063 (1064). ახალკაცი (12), 1082 (1084). შანიძე (11), 1161 (1167). ჭალაგანიძე (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული