მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე იქნება ჰოლანდიელი, მერვე ნომრად განთესილი იგორ სიისლინგი, რომელმაც მეორე წრეში გერმანელი მაქსიმილიან მარტერესი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4.
* * *
სამარყანდის (უზბეკეთი) 50.000-იან საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ალექსანდრე მეტრეველი დმიტრი პოპკოსთან (ყაზახეთი) დამარცხდა - 2:6, 3:6, წყვილებში კი ტეიმურ ისმაილოვთან (უზბეკეთი) ერთად ოფლის დაუღვრელად გავიდა მეოთხედფინალში, საგულისხმოა, გუშინ სამარყანდში კიდევ სამმა ტანდემმა გააღწია ასე უბრძოლველად მეოთხედფინალში, მათ შორის - პირველ ნომრად განთესილმა სერგეი ბეტოვმა (ბელორუსი) და მიხაილ ელგინმა (რუსეთი), რომლებიც დღეს მეტრეველსა და პოპკოს დაუპირისპირდებიან.
აქვე წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით განახლებულ რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა მაჩვენებლებს გაუწყებთ:
* * *
ერთეულები: 125 (124). ნიკოლოზ ბასილაშვილი (463), 266 (273). ალექსანდრე მეტრეველი (193), 879 (841). გიორგი ცივაძე (19), 1100 (1104). გიორგი ჯავახიშვილი (9), 1420 (1425). ალექსანდრე ბაკში (3), 2060 (2062). ირაკლი მეტრეველი (1).* * *
სოფიო ქვაცაბაია იტალიაში იმყოფება და სანტა მარგარეტა დი პულას ქალთა 10.000-იან ტურნირში მონაწილეობს. მესამე ნომრად განთესილმა ქართველმა სტარტზე გერმანელ ჯულია კიმელმანს აჯობა - 6:3, 6:4, გუშინ მეორე წრეში იტალიელი კამილა სკალა ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 3:6, 6:4.
მეოთხედფინალში ქვაცაბაია რუს ოლესია პერვუშინასთან გაარკვევს ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გუშინ ტეს სუგნაუქსი (შვეიცარია) დაამარცხა - 6:4, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"