იტალიურ ბრეშაში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში სოფიო შაფათავამ პირველ წრეში მექსიკელი ანა სოფია სანჩესი დაამარცხა - 6:3, 6:1 და მერვედფინალში ასპარეზობის რიტინგფავორიტ კარინ კნაფს (იტალია) დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა სტარტზე სტეფანი ფოგტი (ლიხტენშტეინი) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:0.
წყვილებში სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც პირველ ნომრად არიან განთესილნი, მეოთხედფინალში მასპინძლების - ნასტასია ბურნეტისა და კრისტინა ფერანდოს დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"