ოქსანამ და იაროსლავამ სტარტზე ვერა დუშევინასა (რუსეთი, 93-ე) და ელენა ოსტაპენკოს (ლატვია, 191-ე) სძლიეს - 7:5, 6:3, შემდეგ ჩეხები - ლენკა კუნჩიკოვა (131-ე) და კაროლინა სტუხლა (131-ე) დაამარცხეს - 7:6, 2:6, 10:7, ნახევარფინალში მათ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი, 62-ე) და ამრა სადიკოვიჩს
გადამწყვეტ პაექრობაში კალაშნიკოვამ და შვედოვამ კნოლი და კრუნიჩი იოლად დაჯაბნეს - 6:1, 6:1 და მთავარ პრიზთან ერთად 280-280 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.
* * *
ალექსანდრე მეტრეველმა მოსკოვის ტურნირის (საპრიზო ფონდი 75.000 დოლარი) წყვილთა შეჯიბრებაში დმიტრი პოპკოსთან (ყაზახეთი) ერთად იასპარეზა. ქართულ-ყაზახურმა დუეტმა სტარტზე დენის მაცუკევიჩსა (რუსეთი) და ანდრეი ვასილევსკის (ბელორუსი) მოუგო - 6:4, 7:6. მეორე ორთაბრძოლაში ალექსანდრ იგოშინსა (რუსეთი) და ტომას ლიპოვსეკს (არგენტინა) აჯობა - 7:5, 6:4, ნახევარფინალში დავიდ პერეს სანსი (ესპანეთი) და რამკუმარ რამანატხანი (ინდოეთი) დაამარცხა - 3:6, 6:3, 10:7 და ფინალში გავიდა.
მეტრეველმა და პოპკომ გადამწყვეტ პაექრობაში სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწიეს ფაკუნდო არგუელოსა (არგენტინა) და რობერტო მაიტინის (ვენესუელა) - 2:6, 5:7 დათმეს შეხვედრა და მეორე ადგილს დასჯერდნენ.