ნოვაკ ჯოკოვიჩს დასვენება სჭირდება

AutoSharing Option
უიმბლდონის მესამე წრეში ამერიკელ სემ კუერისთან წაგების შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებს დევისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ტორონტოს "მასტერსზე" გამოსვლა. სერბმა თავისი გადაწყვეტილება დაღლილობით და ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარებით ახსნა.

"დევისის თასზე არ ვითამაშებ. რაც შეეხება ტორონტოს, ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.

ჩოგბურთის გარდა, პირადი ცხოვრება მაქვს. უახლოეს პერიოდში ვაპირებ უფრო მეტი დრო დავუთმო საკუთარ ოჯახს. წელი ჩემთვის წარმატებით ვითარდება, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მღლის.
გამოფიტული ვარ და უბრალოდ, დასვენება მესაჭიროება", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის მეოთხედფინალური ეტაპი 15-17 ივლისს გაიმართება, ტორონტოს "მასტერსი" კი 25 ივლისს აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"