თემურ კობახიძემ მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა ეინდჰოვენმა 4-7 აპრილს მოცურავეთა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრებაში საქართველოს ოთხმა წარმომადგენელმაც (ირაკლი ბოლქვაძე, ირაკლი რევიშვილი, თემურ კობახიძე და დათო სიხარულიძე) იასპარეზა ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით.

ასპარეზობის პირველ დღეს ახალგაზრდებში 17 წლის თბილისელმა თემურ კობახიძემ (მწვრთნელი მანანა თურქია, "ლაგუნა ვერე"), რომელიც ივლისში თანატოლთა შორის ევროპის პირველობაზე გამოვა, 50 მეტრზე ბატერფლაით ორჯერ გააუმჯობესა საქართველოს რეკორდი (საკვალიფიკაციო გაცურვა - 25,3, ფინალური - 25,18) და პირველი ადგილიც დაიკავა.

ქართველი მოცურავე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა 200 მეტრზეც, ხოლო ას მეტრზე 0,01
წამით ჩამორჩა მასპინძელ ელზერმანს და მეორე ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული