ჩვენი ქვეყნის ნაკრები (დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი აბზიანიძე) 12-14 წლის მოცურავეებით იყო დაკომპლექტებული.
ეს ის ასაკია, რომლის წარმომადგენლებიც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლენ. ამიტომ ამ სპორტსმენების მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. პოლოცკის ცისფერ ბილიკებზე 12-მა ქართველმა მოცურავემ მოსინჯა ძალები.
2001 წელს დაბადებულთა შორის რუსთაველმა რუსუდან გოგინაშვილმა გამოიჩინა თავი: ახალგაზრდა სპორტსმენმა
ამავე ასაკში საერთო მესამე ადგილი დაიკავა მერი მუმლაძემ (თბილისის "ტონუსი"), რომელსაც ორი ვერცხლი (100-100 მეტრზე თავისუფალი ყაიდითა და კომპლექსურ ცურვაში) და ერთი ბრინჯაო (50 მ, თავისუფალი) ერგო.
მეოთხე იყო ელენე ბერაია (თბილისის "სპორტ-თაიმი"). იგი მხოლოდ ერთი ვერცხლით (50 მ თავისუფალი) დაკმაყოფილდა.
14-წლიან ბიჭებში ირაკლი კვარაცხელიამ ("ტონუსი") 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით პირველი ადგილი დაიკავა, 100 მეტრზე კომპლექსში მე-3 ადგილს დაყაბულდა.
ამავე ასაკში ილია პაპიძემ ("ლაგუნა ვერე") ორი ვერცხლით (50 და 100 მ ბრასით) დაიმშვენა მკერდი. 2000 წელს დაბადებულთა შორის შესანიშნავად იასპარეზა საჩხერელმა ლევან ბახტურიძემ: 50 და 100 მეტრზე ბრასით პირველი იყო ფინიშთან და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ორჯერ ავიდა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილს ვერ ასცდა, რადგან 100 მეტრზე კომპლექსურმა ცურვამ დააღალატა.
13-წლიანებში გორელმა ვლადიმერ ტერლეცკიმ 50 და 100 მეტრზე ბრასით მე-3 ადგილები დაიკავა.
ივნისის მიწურულს ეს გოგო-ბიჭები (არ არის გამორიცხული, მათ სხვებიც დაემატონ) დნეპროპეტროვსკში თანატოლთა შორის უკრაინის ღია პირველობაზე გამოვლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"