ნიკა თვაური ელიზაბეტ სტოუნს გაეჯიბრა

AutoSharing Option
ამერიკელი ელიზაბეტ სტოუნი მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა. ამის მიუხედავად, ბედს არასდროს დანებებია: ყოველდღიური აქტიურობით, ცურვაში ვარჯიშითა და შეჯიბრებებში მონაწილეობით საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცა, რომ ცხოვრება საამურია.

2008 წელს ელიზაბეტმა პეკინის პარალიმპურ თამაშებში 100 მეტრი გულაღმა ცურვით წუთსა და 12 წამში დაფარა და ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ ლონდონში მსგავს სპორტულ ფორუმზე ოდნავ უარესი შედეგი აჩვენა, თუმცა უმედლოდ მაინც არ დარჩენილა - ბრინჯაოს გამოჰკრა ხელი.

ბრიტანეთის დედაქალაქშივე პარალიმპურ თამაშებში პირველად მოსინჯა ძალები თბილისელმა ნიკა თვაურმა, რომელმაც ჭაბუკობისას
უბედური შემთხვევის გამო დაკარგა ორივე თვალის ჩინი და მარჯვენა ხელის მტევნის უმეტესი ნაწილი.

მართალია, ლონდონში ნიკა კვარცხლბეკზე ვერ ავიდა, მაგრამ საკუთარი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა.

და აი, ახლახან თვაური და საქართველოში სტუმრად მყოფი სტოუნი სასპორტო კომპლექს "არენის" აუზში ერთმანეთს გაეჯიბრნენ.

პაექრობამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკა თვაური - ხვედრს დაუმორჩილებელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული