ქართველი მოცურავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
ბარსელონაში გრძელდება საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატი.

ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში ზურაბ ხომასურიძისა და ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით სამი ქართველი მოცურავეც იასპარეზებს: ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 31 ივლისს მოსინჯავს ძალებს.

ამავე დღეს თავისუფალი ყაიდით 100 მეტრზე გამოვა დავით სიხარულიძე. პირველ აგვისტოს კვლავ დადგება სტარტზე ბოლქვაძე - ამჯერად 200 მეტრზე ბრასით ცურვაში გაეჯიბრება პლანეტის უძლიერეს სპორტსმენებს.

სიხარულიძე 2 აგვისტოს 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იცურავებს. 3 აგვისტოს თეონა ბოსტაშვილი 50 მეტრზე ბრასით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას.

შარშან ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ 200
მეტრზე ბრასით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა, მერე ეს შედეგი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში განამტკიცა.

* * *

კატალონიის დედაქალაქში უკვე დაამთავრა ასპარეზობა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჭოლა ჭანტურიამ, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე იყო.

ბარსელონაში ქართველმა წყალმხტომელმა, სამწუხაროდ, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და 46 მონაწილეს შორის მე-40 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული