თეიმურაზ კობახიძე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) დაიწყო მოცურავეთა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ თეიმურაზ კობახიძე ("ლაგუნა ვერე", მწვრთნელი მანანა თურქია) მონაწილეობს.

27 აგვისტოს ქართველმა მოცურავემ 100 მეტრი ბატერფლაით 56,18 წამში დაფარა და 29-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

29 აგვისტოს კობახიძე 50 მეტრზე იასპარეზებს ბატერფლაით. 30 აგვისტოს ორ დისტანციაზე (100 მეტრი თავისუფალი ყაიდით, 50 მეტრი ბრასით) მოსინჯავს ძალებს, 31 აგვისტოს კი 200 მეტრზე ბატერფლაით გაეჯიბრება მეტოქეებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული