მედლებისთვის მებრძოლთა შორის საქართველოს (დელეგაციის ხელმძღვანელი - ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ თავართქილაძე) 10 სპორტსმენიც იყო. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 13 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ვალიტა მელიქიძე-გორელჩანიკი (75 კგ, წოლჭიმი), დავით გაბელაია (90, წოლჭიმი) და გივი მარგველაშვილი (67,5 კგ, ძალისმიერ სამჭიდი და ამოწევა). საგულისხმოა, რომ გაბელაიამ წლეულს ბაქოში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა, კიევში კი აბსოლუტურში ბრინჯაო დაიმსახურა, ხოლო მელიქიძე-გორელჩანიკს ამავე წონაში
ახალგაზრდებში ორ-ორი ოქრო ხვდათ: ამირან ჯაჯანიძეს (წოლჭიმსა და სამჭიდში), ჯამბულატ ხოფერიას (სამჭიდსა და ამოწევაში), ალექსანდრე ჯოხაძეს (წოლჭიმსა და ამოწევაში).
მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი ისახელეს ვეტერანებმაც. სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ გია ცირეკიძე (წოლჭიმი), ჯიმშერ ჭელიძე (სამჭიდი) და ავთანდილ ახვლედიანი (წოლჭიმი).
საქართველოს სპორტულ დელეგაციას ვერცხლის მედლები შესძინეს ნოდარ თეთრაშვილმა (110 კგ, სამჭიდი) და ემზარ ქილიფთარმა (125 კგ, ამოწევა), ახალგაზრდებში ამირან ჯაჯანიძეს ორ ოქროსთან ერთად ამოწევაში ბრინჯაოც ერგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"