უნგრეთის ქალაქ გოდოლოში კადეტი მოხმალავეებისთვის ევროპის თასის მორიგი ეტაპი გათამაშდა. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 182 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოდან საპრიზო ადგილებისთვის მიხეილ მარდალეიშვილი იბრძოდა. ქართველმა სპორტსმენმა საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა, რამაც საშუალება მისცა ევროპელ თანატოლთა შორის კლასიფიკაციაში მე-6 საფეხურამდე დაწინაურებულიყო. ასპარეზობა რუსმა ალექსანდრ ბარანოვსკიმ მოიგო. მეორე ადგილებზე უკრაინელი ოლექს სტაცენკო, მესამეზე მოლდოველი ნიკოლაი ზაპოროჟენკო და რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი გავიდნენ.
უნგრეთიდან მარდალეიშვილი კიევში დაბრუნდა, სადაც ქართველი მოფარიკავეები - ბექა და სანდრო ბაზაძეები უკრაინელებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გადიან. 23 ოქტომბრიდან კი ლობნიაში (რუსეთი) იუნიორთა ევროპის
პირველობაში ჩაებმება. იქვე მასთან ერთად სანდრო ბაზაძე, თეოდორა კახიანი და თათია აფციაურიც იასპარეზებენ.