აკრძალული ჩხუბი

AutoSharing Option
ბრიტანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სკანდალურად ცნობილი ორი სუპერმძიმეწონოსნის - დერეკ ჩისორასა და დევიდ ჰეის შორის დაგეგმილმა ბრძოლამ.

ამ იდეამ ძალიან აღაშფოთა ბრიტანეთის კრივის ფედერაცია. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა, ვისაც კი ირიბი შეხება მაინც ექნება მომავალ ორთაბრძოლასთან, ბრიტანული საკრივო ლიცენზიის გარეშე დარჩება.

სანქცია შეეხება პრომოუტერებს, საკრივო შოუს სხვა ორთაბრძოლების მონაწილეებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ექიმებს, სატელევიზიო კომპანიის წარმომადგენლებს და ა.შ.

როგორც იცით, დერეკ ჩისორა ერთი წლით არის დისკვალიფიცირებული და ფედერაციის მკაცრი პოზიციაც აქედან მოდის.

შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა 14 ივლისს ლონდონში,
საფეხბურთო კლუბ "ვესტ ჰემის" საშინაო არენაზე - "აპტონ პარკზე" გაიმართება. მოკრივეებს ბრძოლისთვის საჭირო ლიცენზიებს ლუქსემბურგის კრივის ფედერაცია გადასცემს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 14 ივლისის საკრივო შოუს რანგში გაიმართება სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონის, რუსი ალექსანდრ პოვეტკინისა და ამერიკელი ჰასიმ რაჰმანის შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული