მსოფლიოს ჩემპიონატს კრივში გიორგი გოგატიშვილიც გამოეთიშა

AutoSharing Option
ალმათიში (ყაზახეთი) გრძელდება მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

ქართველთაგან 15 ოქტომბერს რინგზე გავიდა ფოთელი გიორგი გოგატიშვილი (60), რომელმაც პუერტორიკოელ დანიელიტო დე ლა როსას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 0:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

16 ოქტომბერს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), რომელიც თარინდუ გედრას (შრი-ლანკა) დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილ ფრედი ევანსს (უელსი) შეხვდება.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს იაგო კიზირია (თბილისი, 81). მისი მეტოქეა გერმანელი სერგ მიხელი. გამარჯვებული 20 ოქტომბერს კუბელ ხულიო პერაზასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, თანაბარი ბრძოლა იყო, ჩვენი უფრო აქტიურობდა, თუმცა გამარჯვება მსაჯებმა მეტოქეს მისცეს.
aleqsandre
22:17 16-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული