მსოფლიოს ჩემპიონატი კრივში: ზაალ კვაჭატაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდა

AutoSharing Option
ზაალ კვაჭატაძე მოკრივეთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია. ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმატიში მსოფლიოს ჩემპიონატზეც 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის.

16 ოქტომბერს ქართველი მოკრივე შრილანკელ ჩარინდუ გედარას დაუპირისპირდა. პირველსავე რაუნდში კვაჭატაძემ აქტიურად შეუტია მეტოქეს და 2 წუთსა და 49 წამში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

20 ოქტომბერს იგი წონის რეიტინგფავორიტ ფრედი ევანსს (უელსი) შეხვდება. ეს უკანასკნელი 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონია კადეტებში.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორმა შარშანწინ ანკარაში (თურქეთი), სადაც კვაჭატაძემ ბრინჯაო მოიპოვა, ევანსი ჩემპიონი გახდა და ნახევარფინალში სწორედ ჩვენებურს აჯობა
- 20:16 (ფინალში მაგომედ ნურუტდინოვი (ბელორუსი) დაამარცხა). კვაჭატაძეს ახლა რევანშის შანსი ეძლევა.

16 ოქტომბერს ყაზახურ რინგზე გავიდა იაგო კიზირია (81 კგ). მას მეტოქეობას უწევდა გერმანელი სერგ მიხელი. ქართველმა მოკრივემ ალემანს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 0:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

17 ოქტომბერს 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭუბაბრია იაჰინ პარინელოს (იტალია) შეხვდება.

17 ოქტომბერს გავლენ რინგზე 75 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივეები. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი პირველ წრეში ისვენებს, რადგან რეიტინგით მეათე ნომერია.

19 ოქტომბერს მეორე წრეში ჰოსამ აბდინსა (ეგვიპტე) და ეჰბისით ხანხორხუეას (ტაილანდი) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ასევე 19-ში გამართავს თავის პირველ პაექრობას ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე - მისი მეტოქე ბელორუსი იან სუძილოვსკი იქნება.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების შემდეგ პირველად გამოდიან რინგზე უჩაფხუტოდ.

ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია. შეჯიბრების დაწყებამდე კრივში მომუშავე ექიმები და ექსპერტები ალმათიში შეიკრიბნენ სამეცნიერო სემინარზე.

ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დამცავი ჩაფხუტის გარეშე შეჯიბრებაზე გამოსვლა ტრავმების რაოდენობას გაზრდიდა.

ექიმთა უმრავლესობამ კი პირიქით - კმაყოფილება გამოთქვა. მათი აზრით, უჩაფხუტოდ რინგზე გასვლა მოკრივეს აიძულებს, ტექნიკა განავითაროს, რათა თავიდან აიცილოს დარტყმები. უწინ კი ისინი ჩაფხუტებს იყვნენ მინდობილნი.

ამერიკელთა აზრით, ასე კრივი უფრო მიმზიდველი გახდება, ტექნიკური ტრავმების რაოდენობა კი არ გაიზრდება. მსოფლიოს ჩემპიონატი, აი, უკვე სამი დღეა ძალაში შევიდა და ჯერჯერობით უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაალი რა ადამიანიცა ის შედექი ეკნება სულ.ფაქტი სახეზეა შედეგი არასდროს არ გეკნება თუ არ ეზიარები.შე კ..ო
tatushka
08:15 24-10-2013
0
მა რას ელოდიტ ეს არის ნაკრები რა დაჯდა იციტ ამ ხალხის ტურისტებად ცასვლა არ გრცხვენია ბატონო მინისტრო გაარკვიე რა ხდება ვინ მნარტავს კარტულ კრივს
gigo
10:05 21-10-2013
0

სიახლეები პოპულარული