გიორგი ხარაბაძე კრივში ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
ანაპაში, ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე გამგზავრების წინ საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, AIBA-ს დელეგატმა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელიც ამ შეჯიბრებაზე ჟიურის თავმჯდომარედ იყო მიწვეული, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველი მოკრივეები კარგად არიან მომზადებულნი და კონტინენტის პირველობაზე 3-4 მედალს ვგეგმავთო.

მართლაც, ტყავის ხელთათმანის ნორჩმა ქართველმა ოსტატებმა (მწვრთნელი კუკური შავგულიძე) ანაპაში სხვადასხვა სინჯის ოთხი ჯილდო მოიპოვეს.

უკვე გაუწყეთ, რომ 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჩარგაზიამ ნახევარფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ რუფათ ჰუსეინოვთან წააგო და იტალიელ კარმელო მელფისთან ერთად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (ამ წონის ფინალში ზეინალოვი
რუს მაგომედ მაგომედბეკოვთან დამარცხდა).

მსგავს წარმატებას მიაღწია 52 კილოში უჩა მაისურაძემ. იგი ნახევარფინალში რუს ტემირლან ხანგიჩიევს დანებდა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ პაექრობაში აზერბაიჯანელი ტაიფურ ალიევი დაჯაბნა და ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე ადგილზე ალიევი გავიდა. მეორე ბრინჯაოს მედალი აქაც იტალიელს - მარკო ამოროსოს ერგო.

გასულ უქმეებზე ქართველ მოკრივეთაგან განსაკუთრებით გიორგი ხარაბაძემ (66 კგ, პირადი მწვრთნელი ანატოლი ცქიფურიშვილი) ისახელა თავი. როგორც გაუწყეთ, ნახევარფინალში მან იტალიელ ფილიპო გრესანის აჯობა, ფინალში კი უკრაინელი სტერან გრეკული ჩამოიშორა გზიდან (3:0) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამ წონაში მესამე ადგილები გრესანისა და ანდრეი ჩენცოვს (რუსეთი) ხვდათ.

74 კილოში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდა რატი ტლაშაძე. ნახევარფინალში მან ანდრეი პანკოვი ჩამოიშორა გზიდან.

ფინალშიი ტლაშაძე ტრამვის გართულების გამო არ იქნა დაშვებული. ოქრო ლუი ტოტის ხვდა. მეორე იყო ტლაშაძე. მესამე ადგილები პანკოვსა და სანდრო პოლეტანს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ერგოთ.

სულ ანაპაში მედლების 13 კომპლექტი გათამაშდა. შეჯიბრებაში მონაწილე 27 ქვეყნის წარმომადგენელთაგან - 13 მედალი (6 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მასპინძლებმა - რუსებმა მოიპოვეს.

ერთი ოქროთი და ორი ვერცხლით მეორე გუნდური ადგილი ირლანდიას ერგო, რომელიც შეჯიბრებაში 11 სპორტსმენით ჩაება. 4 მედლით (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) გუნდური მესამე ადგილი საქართველოს ცხრაკაციანმა ნაკრებმა დაიკავა. ასევე, თითო ოქროს მედალი მოიპოვეს ბულგარეთმა (+3 ბრინჯაო), სომხეთმა (+1 ბრინჯაო), ინგლისმა (+1 ვერცხლი), მოლდოვამ (+1 ვერცხლი) და საფრანგეთმა. აზერბაიჯანმა 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, უკრაინამ 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო, ხოლო იტალიამ 7 ბრინჯაო დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა სიტყვაა დანებდა? ისე გამოდის, რომ მოკრივემ შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. არადა ქულებით მსაჯთა გადაწყვეტილრბით წააგო და ბოლომდე იბრძოლა უჩა მაისურაძემ. მოერიდეთ მოკრივის შეურაცმყოფელ სიტყვებს.
aleqsandre
20:38 20-11-2013
0
2013 წლის ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - რატი ტლაშაძემ ფინალურ ბრძოლაში ფრანგთან - ტოუტინ ლოუისთან -( FRA. TOUTIN LOUIS ) დამარცხდა ფორმულირებით WO ! - ეს ნიშნავს ,რომ მას ჩაუთვალეს ბრძოლაზე გამოუცხადებლობა ! - რატომ ? ? ? - რა არის …ეს ???
გარიგება ? ტრავმა ? რატომ ეს ფაქტი არ არის აღნიშნული პრესაში ?
http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/krivi/57345-giorgi-kharabadze-krivshi-evropis-chempionia.html
სერგო დავლიანიძე
13:35 18-11-2013
0

სიახლეები პოპულარული