ჩემპიონები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრებაში ყველა უძლიერესი სპორტსმენი ჩაერთო, ჯაბა ხოსიტაშვილის (75 კგ) გარდა. იგი, როგორც საქართველოს კრივის მესვეურებმა გვითხრეს, აზერბაიჯანის ერთ-ერთი კლუბის წევრია და ბაქოში ემზადება. ამიტომ ეროვნულ ჩემპიონატს თავი აარიდა, რითაც საქართველოს ნაკრებისკენ გზა თავად გადაიკეტა.
რაც შეეხებათ სხვა ფავორიტებს, დავით ნანავამ, გიორგი გოგატიშვილმა, ვენედიქტ ერანოსიანმა, ზაალ კვაჭატაძემ, ლევან გულედანმა და მიხეილ ბახტიძემ ჩემპიონობის მოპოვებით ნაკრებში პოზიციები განიმტკიცეს.
81 კილოს ლიდერი იაგო კიზირია სტარტზევე დამარცხდა გიორგი გონჯილაშვილთან. ამ უკანასკნელს შვიდი წელიწადი აქტიური კრივისთვის თავი მინებებული ჰქონდა. წელიწადია, რინგს დაუბრუნდა. იანვრის შუა რიცხვებში თბილისის ჩემპიონობა მოიპოვა, ეროვნულ ჩემპიონატში კი მესამე ადგილი დაიკავა. კვაჭატაძემ და ერანოსიანმა "ბილაინის" სპეციალური პრიზები დაიმსახურეს, ხოლო გოჩა ბადურაშვილს საუკეთესო ტექნიკური მოკრივის პრიზი გადაეცა.
კვარცხლბეკი
49 კგ. 1. დავით ნანავა (ფოთი), 2. მიხეილ კაზანჯიანი, 3. აბას ალეკფეროვი (ორივე - თბილისი).
52 კგ. 1. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი), 2. გაგი ედიშერაშვილი (თბილისი), 3. სტეპანე თუმანიანი (ახალქალაქი), გიორგი მანანაძე (ყვარელი).
56 კგ. 1. არტურ მოვსესიანი (თბილისი), 2. ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი), 3. გიორგი ყულუმბეგაშვილი (გორი), არაიკ სანამოვი (თბილისი).
60 კგ. 1. ვენედიქტ ერანოსიანი (ახალქალაქი), 2. გიორგი გელაშვილი, 3. მერაბ თურქაძე (ორივე-ქუთაისი), ალეკო ჭადაშვილი (თბილისი).
64 კგ. 1. ირაკლი მელიქიშვილი, 2. გოგი რატიანი (ორივე-თბილისი), 3. დათო გორგილაძე (ბათუმი), ამირან მარგველაშვილი (ქუთაისი).
69 კგ. 1. ზაალ კვაჭატაძე (თბილისი), 2. გელა აბაშიძე (ბათუმი), 3. ლევან კაჟაშვილი, სანდრო ჯაჯანიძე (ორივე-თბილისი).
75 კგ. 1. გოჩა ბადურაშვილი, 2. გიორგი გიორგაძე (ორივე-თბილისი), 3. ბერიკა მხეცაძე (ქუთაისი), შაქრო ბერიძე (ფოთი).
81 კგ. 1. ნიკოლოზ სეხნიაშვილი (გორი), 2. რომან თავაძე, 3. დავით მაჩიტაძე (ორივე-ქუთაისი), გიორგი გონჯილაშვილი (გარდაბანი).
91 კგ. 1. ლევან გულედანი (თბილისი), 2. ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი), 3. ალექსანდრე დოკვაძე (რუსთავი), ზიალად მამედოვი (თბილისი).
+91 კგ. 1. მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი), 2. თორნიკე პურიჭამიაშვილი (გორი), 3. ალეკო ლეფსვერიძე (თელავი), ნოდარ ვეფხვაძე (თბილისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"