მარტინ სკორსეზე მაიკ ტაისონზე ავტობიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

AutoSharing Option
ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი მარტინ სკორსეზე მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონზე, მაიკ ტაისონზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს.

"რკინის მაიკს" ამერიკელი მსახიობი, "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" პრემიების ლაურეატი ჯეიმი ფოქსი განასახიერებს.

თავად ლეგენდარულმა მოკრივემ თაყვანისმცემლებს უკვე სთხოვა, ფილმისთვის მისი ათი საუკეთესო ნოკაუტის შერჩევაში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, რომ 1987-იდან 1990 წლამდე ტაისონი მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი იყო. 1996-ში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სადაც გაუპატიურების ბრალდებით მოხვდა, მან შეძლო WBC-ისა და WBA-ს ვერსიებით ტიტულების დაბრუნება.

თავის კარიერაში 300 მილიონზე მეტი დოლარის გამომუშავების მიუხედავად, სკანდალურმა მაიკმა 2003 წელს თავი
ბანკროტად გამოაცხადა. 2013 წელს მან ავტობიოგრაფია "აბსოლუტური სიმართლე" გამოაქვეყნა, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერებში მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული